Personal site - ჩვენთან სტუმრად იმყოფება ამ საქმის პროფესიონალი, რომელიც დაგვთანხმდა ინტერვიუს მოცემაზე.

მეგა ეპილაცია

ჩვენთან სტუმრად იმყოფება ამ საქმის პროფესიონალი, რომელიც დაგვთანხმდა ინტერვიუს მოცემაზე.

      მეგა ეპილაცია

 

 პირველად თბილისში კეთდება მეგა ეპილაცია უახლესი და თანამედროვე მეთოდით,
 მკურნალობა მიმდინარეობს უწვრილესი ოქროს ნემსების თანმიმდევრული გამოყენებით.
 უსწრაფესად გათავისუფლდებით მტანჯველი და მომაბეზრებელი ჭარბთმიანობისაგან.
 მკურნალობის სრული კურსის დასრულების შემდეგ შედეგი გარანტირებულია.



    
 საიტის მომხმარებლებო სპეციალურად თქვენთვის ექსკლუზიური ინტერვიუ ქ. ეკასთან.


    _ ქ. ეკა პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ და მობრძანებისთვის მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყოველთვის დგას ქალბატონების სილამაზის სადარაჯოზე, ამიტომაც დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი საიტის მომხმარებლისთვის ბევრი რამ გექნებათ როგორც სათქმელი, ისევე სარჩევიც, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ახლა კი მინდა შეგეკითხოთ თქვენი პროფესიული გამოცდილებით რამდენად იგრძნობა ჭარბთმიანობის გახშირების სინდრომი ახალგაზრდა ქალბატონებში?
   _ მეც ყველას მოგესალმებით და მადლობას გიხდით მოწვევისთვის, ასევე მოგვიანებით, თუმცა მაინც გილოცავთ ქალთა დღესასწაულს და გისურვებთ სილამაზეს და ჯანმრთელობას. ახლა კი რაც შეეხება პასუხს, სამწუხაროდ რასაც ახლა ვიტყვი, სასიამოვნო ნამდვილად არ არის, თუმცა სიმართლეზე თვალის დახუჭვაც ძნელი იქნება, რადგან ამ ბოლო დროს მართლაც გახშირდა ჭარბთმიანობის შემთხვევები და ყველაზე მეტად მოზარდებსა და ახალგაზრდა გოგონებში. იცით თმა ისეთი რამეა, რომ ძალიან ადვილად შეუძლია ნებისმიერ ადგილას გავრცელება, მითუმეტეს თუ ორგანიზმის შინაგანი დარღვევებიც გვაქვს სახეზე. ალბათ დამეთანხმებით, რომ ისეთ დაბინძურებულ გარემოში გვიწევს ცხოვრება, სადაც წყალიც და ჰაერიც მოწამლულია. ეს ფაქტორები კი არა მხოლოდ ჭარბთმიანობას, არამედ ბევრ სხვა საშიშ დაავადებას უწყობს ხელს. მაგრამ მე ახლა არ მინდა რომ ჩვენ ყველამ თავი დაუცველებად ვიგრძნოთ, მართალია ბუნება თავისას გვახვევს თავს, მაგრამ ყოველთვის არსებობს გამოსავალი და ალბათ მიმიხვდით რაც ვიგულისხმე... დიახ ეს ეპილაციაა, ანუ მიზანმიმართული გარკვეული დროით სამკურნალო პროცედურების ჩატარებაა საჭირო, რომ დროთა განმავლობაში კანმა დაიბრუნოს პირვანდელი ელასტიურობა და სილამაზე.
  _ აი თქვენ ახსენეთ ორგანიზმის დარღვევები და მეც მინდოდა მეკითხა თქვენთვის ქ. ეკა თქვენი ეპილაცია რამდენად ეფექტურია საკმაოდ გახშირებული ჰორმონალური დარღვევების დროს?
  _ გეთანხმებით, თუმცა აქვე დავსძენ იმასაც, რომ ჰორმონალური დარღვევების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი არის ნივთიერებათა ცვლის მოშლა, რომელიც იწვევს სხეულზე თმის ამოსვლას, თუმცა თამამად მინდა განვაცხადო, რომ ჩემი გაკეთებული ეპილაცია შედეგიანია ყველა შემთხვევაში. აქვს ადამიანს დარღვევა თუ არა. მას კი უზრუნველყოფს აპარატის ხარისხი, რომლითაც მიმდინარეობს ეტაპობრივი მკურნალობა. სხვას ვერაფერს დავამატებ, უბრალოდ ვინც გახდება ჩემი პაციენტი, თავის ტავზე გამოცდის მის ეფექტურობას და თავადვე დარწმუნდება ჩემი სიტყვების სისწორეში.
  _ ქ. ეკა მინდა შემდეგ კითხვაზე მიპასუხოთ, რომელიც ასე ჟღერს, შეგიძლიათ აქვე გაგვაცნოთ თქვენი მკურნალობის მეთოდიკა? (ანუ აგვიხსნათ როგორი და რა ფირმის აპარატით მკურნალობთ და ასევე როგორი სახის პროცედურებს მიმართავთ.)
  _ სიამოვნებით გიპასუხებთ, ვმკურნალობ ისრაელის ფირმის აპარატით, რომელსაც აქვს უწვრილესი ოქროს ნემსები და ჩემი მუშაობის სპეციფიკაც ის არის, რომ ეპილაცია კანზე კეთდება რამდენიმე ნემსის ერთდროული გამოყენებით, ასე უფრო ნაკლებად ღიზიანდება კანიც და ეფექტიც მატულობს, რადგან ეს წვრილი ნემსები არ წყვეტენ სხვა ეპილაციისაგან განსხვავებით თმის ძირს შუაში, პირიქით ბოლომდე იღებს თმას ფესვიდან და ძირის გამაგრებას უშლის ხელს.
 
_ შემდეგი კითხვა კი ასეთია ქ. ეკა ალბათ ჩვენი საიტის მომხმარებლებს ძალიან აინტერესებთ, თუ რამდენად უმტკივნეულოა თქვენი ეპილაცია და აქვე იმასაც შეგეკითხებით საბოლოოდ თუ კურნავთ ჭარბთმიანობას და თუ შეიძლება დაახლოებითი დრო დამისახელეთ, ანუ რამდენხანში იღებთ სრულ და გარანტირებულ შედეგს?
  _ მოდით ასე გიპასუხებთ გასაძლებლად მტკივნეულია, თუმცა დამეთანხმეთ რომ სილამაზე ამ მცირედ მსხვერპლს ნამდვილად მოითხოვს და რაც შეეხება დროს გეტყვით, რომ სავსებით საკმარისია 3–4 კურსის ჩატარება ( დაახლოებით 4–5 თვე)
  _ და ბოლოს მინდა საინტერესო საუბრისთვის მადლობა გადაგიხადოთ ქ. ეკა, ჩვენს მომხმარებლებს კი გავაცნობ სასიხარულო ამბავს, თქვენ შეგიძლიათ თქვენი შეკითხვები გამოგვიგზავნოთ ჩვენს ელ–ფოსტაზე mega-epilacia@posta.ge კვირის ბოლოს კი ქ. ეკა გაგცემთ პასუხებს, თქვენთვის საინტერესო კითხვებზე. ჩვენი ინტერვიუ ამით დასრულებულია ქალბატონებო თქვენ უკვე იცით გზა მშვენიერებისაკენ, ასე რომ თამამად ეწვიეთ ქ. ეკას კაბინეტს და დაიბრუნეთ თავდაჯერებულობა და მომხიბვლელობა, ახლა ეს უკვე შესაძლებელია. თქვენი სილამაზე, მხოლოდ თქვენს ხელშია. წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე.